top of page
Search

ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ერთმანეთთან ასეთ კავშირში და ამავდროულად, ასე მარტონი“

Writer: Mikheil Shani
Mikheil Shani
Sep 8
2 min read

დღეს ურთიერთობები ხშირად გარეგნულად არსებობს, მაგრამ შინაგანად სიღრმეს კარგავს. გვერდით შეიძლება გვყავდეს ადამიანი, მაგრამ მაინც გვქონდეს შინაგანი სიცარიელის, გაუგებრობის ან ემოციური მარტოობის განცდა. ვსაუბრობთ, მაგრამ ვერ ვგრძნობთ კავშირს, ერთად ვართ, მაგრამ ვერ ვგრძნობთ, რომ ნამდვილად გვესმის ერთმანეთი.


სოციალური ქსელები ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს | იქ თითქოს ბევრი კავშირია, თუმცა ხშირად ნაკლებია რეალური სიახლოვე.


ჩნდება მთავარი კითხვა | რა გვემართება ურთიერთობებში სინამდვილეში?


რეალურად ადამიანი ურთიერთობაში ყოველთვის მხოლოდ სიყვარულს არ ეძებს.


უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ვეძებთ შინაგანი საჭიროებების შევსებას, რომლებიც ხშირად არც კი გვაქვს ბოლომდე გაცნობიერებული.


სინამდვილეში ადამიანებს ყველაზე მეტად აწუხებთ:


- უსაფრთხოების ნაკლებობა | შიში, რომ მიგვატოვებენ, არ იქნებიან სტაბილურად ჩვენ გვერდით

- მიღების ნაკლებობა | განცდა, რომ ისეთებს არ მიგვიღებენ როგორებიც ვართ

- ემოციური აღქმის ნაკლებობა | თითქოს ჩვენ „ვართ“, მაგრამ ვერ გვამჩნევენ

- ღირებულების განცდის ნაკლებობა | შინაგანი კითხვა: „მე საკმარისი ვარ?“

- სიმშვიდის დეფიციტი | შინაგანი დაძაბულობა, რომელმაც მეორე ადამიანი უნდა „დაამშვიდოს“


როცა ეს შიდა სიცარიელეები არ არის გაცნობიერებული, ადამიანს ეს მოცემულობა პარტნიორზე გადააქვს.

ამ დროს ურთიერთობა ნელ-ნელა ხდება არა სიყვარულის სივრცე, არამედ შინაგანი შფოთვის „გადატანის სივრცე“.


რეალურად რას ვაკეთებთ ურთიერთობაში?


- ვეძებთ ადამიანს, ვინც დაგვამშვიდებს

- ვეძებთ გარანტიას, რომ არ დაგვტოვებენ

- ვეძებთ დადასტურებას, რომ საკმარისები ვართ

- ვეძებთ ემოციურ უსაფრთხოებას, რომელსაც საკუთარ თავში ვერ ვგრძნობთ


სწორედ აქ იწყება დაძაბულობა და გაურკვევლობა, რადგან ერთი ადამიანი იწყებს მეტი სიახლოვის მოთხოვნას, მეორე კი თავს ზეწოლაში გრძნობს.


ერთი ეძებს მუდმივ დადასტურებას | მეორე იღლება ამ მოთხოვნით.


ერთი შიშობს დაკარგვას | მეორე შიშობს დაკარგოს საკუთარი თავისუფლება.


ეს ქმნის ციკლს: შიში → მოთხოვნა → დაძაბულობა → დისტანცია → კიდევ უფრო ღრმა შიში.


რეალურად პრობლემა ხშირად არა სიყვარულის ნაკლებობაა, არამედ ის, რომ ურთიერთობაში ვცდილობთ მოვიპოვოთ ის, რაც შინაგანად არ გვაქვს სტაბილურად ჩამოყალიბებული: უსაფრთხოება, ღირებულების განცდა და ემოციური სიმშვიდე.


გამოსავალი:


ჯანსაღი ურთიერთობა იწყება მაშინ, როცა ადამიანი ნელ-ნელა სწავლობს საკუთარი შინაგანი სამყაროს დანახვას.


როცა ხვდება:


- რას ვეძებ რეალურად ურთიერთობაში | სიყვარულს თუ უსაფრთხოებას?

- რას ვთხოვ პარტნიორს | სიყვარულს თუ დამშვიდებას?

- რისი მეშინია სინამდვილეში | მარტოობის თუ საკუთარი თავის?

- რა ნაწილი ჩემშია, რომელსაც სხვას ვაბარებ?


ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი მარტო უნდა გაუმკლავდეს ყველაფერს. ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობა აღარ არის მხოლოდ „საჭიროებების დაკმაყოფილების სივრცე“.


ნამდვილი სიყვარული იწყება იქ, სადაც ორი ადამიანი აღარ იყენებს ერთმანეთს საკუთარი შიშების დასამშვიდებლად, არამედ იწყებს ერთმანეთის გაგებას.


სიყვარული არ არის მუდმივი სიმშვიდე. სიყვარული არის სივრცე, სადაც შინაგანი შფოთვა ნელ-ნელა აღარ მართავს ურთიერთობას.


ადამიანს რეალურად სურს არა მხოლოდ სიყვარული | არამედ უმეტესად სურს :


- იყოს უსაფრთხოდ

- იყოს მიღებული

- იყოს დანახული

- იყოს საკმარისი

- იგრძნოს შინაგანი სიმშვიდე, თუნდაც სხვის გვერდით


თუ ამ ყველაფერში საკუთარ თავს ხედავ | შესაძლოა ურთიერთობა მხოლოდ სარკეა, რომელიც გაჩვენებს იმას, რაც შენში უკვე არსებობს: დაუკმაყოფილებელი საჭიროებები, შიში და ამავდროულად, სიყვარულის ძლიერი სურვილი.

 
 
 

Recent Posts

See All
ქალი ღიმილის მიღმა

თუ ქალი ყოველთვის იღიმის, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ბედნიერია, ზოგჯერ ყველაზე ლამაზი ღიმილის მიღმა ყველაზე მეტი უთქმელი რამ იმალება. შეიძლება ქალი გიყურებდეს, გესაუბრებოდეს, იცინოდეს, ყოველდღიურ სა

 
 
 
რატომ გვიცრუვდება იმედები ურთიერთობებში

ხშირად, არაერთხელ გიგრძვნია ის მძიმე მარტოობა, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი, რომელსაც გიყვარს და ენდობოდი, შენს მოლოდინებს არ ამართლებს. - გეგონა, რომ გაგიგებდა. - გეგონა, რომ შენს გვერდით იქნე

 
 
 
ქალის დაუფასებელი როლი

რამდენ რამეს ქმნის ქალი, რასაც ხშირად მხოლოდ მაშინ ამჩნევენ, როცა ის ამას აღარ აკეთებს. ქალის ცხოვრებაში არის ისეთი შრომა, რომელსაც ვერ დაინახავ, თუ მხოლოდ იმას უყურებ, რასაც მისი ხელები აკეთებს. არსე

 
 
 

Comments


 All rights reserved by MIKHEIL SHANI | ფსიქოლოგი | თერაპევტი | მიხეილ შანი © 2023

bottom of page