რისგან და რისთვის გვინდა თავისუფლება ურთიერთობებში
ურთიერთობებში თავისუფლების სურვილი ხშირად იბადება იქ, სადაც ადამიანი თანდათან კარგავს საკუთარ თავს და კონტროლის | დაუკმაყოფილებელი მოლოდინების, შიშების ან ზედმეტი ადაპტაციის ფონზე.
ჩვენ გვინდა თავისუფლება ყველაფრისგან, რაც გვაშორებს ჩვენს ნამდვილ არსს: ემოციური ზეწოლისგან, მანიპულაციისგან, მუდმივი თვითდამტკიცების საჭიროებისგან და იმ როლებისგან, რომლებიც უკვე აღარ გვემსახურება.
მაგრამ თავისუფლება მხოლოდ გაქცევა არ არის | ის არის შინაგანი დაბრუნების პროცესი საკუთარ თავთან, სადაც ადამიანი კვლავ პოულობს საკუთარ საზღვრებს, სურვილებს და ნამდვილ ემოციურ სიმართლეს.
უმეტეს შემთხვევაში ადამიანი არ ითხოვს თავისუფლებას სიყვარულისგან, ის ითხოვს გათავისუფლებას იმ შინაგანი მდგომარეობისგან, სადაც გრძნობები ტკივილთან არის შერეული.
ეს შეიძლება იყოს:
— მუდმივი ემოციური დაძაბულობა
— გაუგებრობა, რომელიც აღარ მთავრდება
— დაგროვილი წყენა
— ურთიერთობა, სადაც ერთი ადამიანი ზედმეტ ტვირთს ატარებს | და ყველაზე მძიმე განცდა: „ერთად ვართ, მაგრამ შინაგანად მაინც მარტო ვარ“
ასეთ დროს ურთიერთობა კარგავს უსაფრთხო სივრცის ფუნქციას და იქცევა ადგილად, სადაც ადამიანი საკუთარ თავს ნელ-ნელა კარგავს. სწორედ აქ ჩნდება სიტყვა | „თავისუფლება“.
თუმცა ხშირად ეს არ არის გაქცევის სურვილი. ეს არის სურვილი საკუტარი ტკივილისგან განთავისუფლების და თავთან დაბრუნების.
რისთვის გვინდა თავისუფლება ურთიერთობაში?
ეს უფრო ღრმა კითხვაა. მხოლოდ იმისთვის, რომ აღარ გვტკიოდეს? თუ იმისთვის, რომ შევძლოთ შევქმნათ ნამდვილი კავშირი საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე?
ხშირად ადამიანი არ ეძებს ახალ ურთიერთობას. ის ეძებს სივრცეს, სადაც აღარ მოუწევს საკუთარი თავის დათმობა სიყვარულის შესანარჩუნებლად.
ფსიქოლოგიურად, ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი ურთიერთობაში რჩება, მაგრამ ნელ-ნელა კარგავს საკუთარ შინაგან ცენტრს.
თავისუფლება არ არის გაქცევა. თავისუფლება არის შიშისგანი გათავისუფლება | როგორც დარჩენაში, ისე წასვლაში.
და ეს ყველაზე ნათლად ურთიერთობაში ჩანს:
როცა შეგიძლია გიყვარდეს საკუთარი თავი დაკარგვის გარეშე. როცა შეგიძლია დარჩე და არ დაიკარგო საკუთარ თავში. როცა შეგიძლია წახვიდე სიძულვილისა და შინაგანი ნგრევის გარეშე.
რადგან ურთიერთობაში ყველაზე მძიმე ტყვეობა ის არის, როცა ადამიანი სიყვარულის სახელით საკუთარ თავს კარგავს.
და ყველაზე ღრმა თავისუფლება ის არის, როცა სიყვარული აღარ მოითხოვს შენი არსის დათმობას | არამედ გახსენებს მას.
Comments